From: Vano Chkhikvadze <ivane@osgf.ge>
Sent: Monday, January 20, 2020 17:01
To: Salome Shapakidze <sshapakidze@mfa.gov.ge>; David Bujiashvili <dbujiashvili@mfa.gov.ge>
Cc: Vakhtang Makharoblishvili <v.makharoblishvili@mfa.gov.ge>; 'Salome Katcharava' <salome@osgf.ge>
Subject: ასოცირების დღისწესრიგის შესრულების მონიტორინგის ანგარიში
Importance: High

 

გამარჯობა სალომე, დათო,  

 

იმედი მაქვს, რომ კარგად ხართ და თქვენსკენ ყველაფერი კარგად არის.

 

ტრადიციულად, ფონდის მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოამზადეს ასოცირების დღისწესრიგის შესრულების ანგარიში.

ამ ანგარიშის წარდგენას ვგეგმავთ ჯერ თბილისში (სავარაუდოდ თებერვლის შუაში. სავარაუდო თარიღი 12 თებერვალი), ხოლო შემდგომ უკვე ბრიუსელში იგეგმება ადვოკატირების ვიზიტი. თუმცა მანამდე სანამ დავბეჭდავთ გვინდოდა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგვეზიარებინა და მეთხოვა, რომ მიაწოდოთ შესაბამის უწყებებს რათა მათ მოგვაწოდონ თავისი კომენტარები ანგარიშთან დაკავშირებით. კარგი იქნება თუ ამ ყველაფერს track change-ების ფორმატში გააკეთებენ. ჩვენ ჩვენი მხრიდან კომენტარებს გავუზიარებთ ანგარიშის ავტორებს.

 

თუ შეიძლება, რომ კომენტარები მომავალ ორშაბათამდე მოგვაწოდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში და ცვლილებების ასახვას ვეღარ მოვახდენთ.

 

დოკუმენტში შეფასებულია მოკლევადიანი და საშუალოვადიანი პრიოტირეტების შესრულება. მოკლევადიანი პრიორიტეტის შესრულებისას გამოყენებული შეფასების სამი დონე: Fulfilled/partially fulfilled/not fulfilled ხოლო საშუალოვადანი პრიორიტეტების შესრულების შეფასებისას გამოყენებულია ასევე შეფასების სამი დონე: Progress/limited progress/no progress. თითოეულ შეფასებას მოსდევს დეტალური აღწერა იმისა თუ რა გაკეთდა და რა არ გაკეთებულა.

 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ და სამინისტროს ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის.

 

საუკეთესო სურვილებით,

ვანო  

 

 

 

 

Vano  Chkhikvadze

 

EU  Integration Program Manager

Open Society Georgia Foundation

 

10 Chovelidze str. 0108 Tbilisi, Georgia

Tel: (+995 32) 225 04 63